აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.
tbl.ge/127x
დაკოპირდა

აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ამავე თემაზე
- ე.წ "ბარტერით" შეძენილი პორშე - პროკურატურამ ნიკა გვარამის ბრალი დაუმძიმა
- R2-ის 60%-იან წილებთან ერთად არხის უძრავი ქონებაც დაყადაღებულია
- სალია: 60%-იანი წილის დაყადაღება რუსთავი 2-ის მაუწყებლობას ხელს არ შეუშლის
- სასამართლომ აქიმიძე-დვალის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და R2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა
- "ეს გამოძიება ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობაა" - გიორგი გაბუნიამ პროკურატურა დატოვა