აღნიშნულ განჩინებაზე ჩემი შთაბეჭდილებაა: თუკი, აქამდე შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო რაიმე ტიპის ეჭვი, რომ სასამართლოს ქმედებები, შესაძლებელია, ემსახურებოდა მხარეთა უფლებების დაცვას, ამ შემთხვევაში, უკვე ძალიან ღია და აშკარაა ის, რომ მოსამართლე ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. აქ რამდენჯერმე გაჟღერდა, მოსამართლეს ნახსენები აქვს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტელეკომპანია აშუქებდეს სამართლიანად და ობიექტურად მოვლენებს. თუმცა, მას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავს და არც მსჯელობს იმაზე, თუ რატომ ფიქრობს, რომ დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა უსამართლოა და ამბობს, რომ იმისათვის, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკა ემსახურებოდეს საზოგადოებას, საჭიროა დროებითი მმართველობა შემოვიდეს ტელევიზიაში
tbl.ge/555
დაკოპირდა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




