რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: რუსთავი 2-ის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ, ვინც უკმაყოფილოა, გაასაჩივრონ

წარმოდგენა არ მაქვს, რა გამოიტანა ურთმელიძემ და სად რა დაარეგისტრირა არ ვიცი და მე რატომ უნდა ვიცოდე, ვერ ვიგებ. ვინც არ არის ამით კმაყოფილი, გაასაჩივროს. მე ვერ ვიცხოვრებ რუსთავი 2-ის ცხოვრებით, ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება გამოიტანა ურთმელიძემ და არც მონიტორი არ ვარ ამ პროცესი, ჩემს დღის წესრიგს ვერ დავგეგმავ და  დღეს ვერ დავამთავრებ და ვერ დავიწყებ რუსთავი 2-ით, ძალიან ბევრი საქმე მაქვს რუსთავი 2-ის გარდა.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ნიკა გვარამიას უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით

კომენტარები