რუსეთმა სირიაში სარაკეტო სისტემები საკუთარი სამხედროების დასაცავად გაგზავნა. ამის შესახებ დღეს Комсомольская правда-სთან საუბარში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა.
„ჩვენ გამოვითვალეთ ყველა შესაძლო საფრთხე და სირიაში გავაგზავნეთ არა მხოლოდ ავიაგამანადგურებლები, ბომბდამშენები და ვერტმფრენები, არამედ საზენიტო სარაკეტო სისტემებიც. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - თქვა ბონდარევმა.
რუსეთი სირიაში