რუსეთი სირიაში

კონაშენკოვი: აშშ-ის ISIS-თან ბრძოლა მოჩვენებითია და სირიის არმიას ხელს უშლის

Reuters

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მოჩვენებით ბრძოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ აშშ სპეციალურად ამცირებს საჰაერო დარტყმებს ერაყში, რათა ტერორისტული ჯგუფის მებრძოლებს საშუალება ჰქონდეთ სირიაში გადავიდნენ და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიულ არმიას წინსვლაში ხელი შეუშალონ.

"პენტაგონის და კოალიციის ქმედებები ახსნა-განმარტებას საჭიროებს. გამოხატავს თუ არა მათი ტაქტიკის ცვლილება სურვილს რაც შეუძლიათ მეტად გაართულონ ევფრატის აღმოსავლეთით სირიული ტერიტორიების დაბრუნებისაკენ მიმართული სირიის არმიის ოპერაციები, რომელსაც რუსეთის საჰაერო ძალები უჭერს მხარს?" - თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

კომენტარები