რუსეთი სირიაში

"პუტინის მზარეულის" პრიგოჟინის კომპანია სირიაში ნავთობისა და გაზის საბადოებს დაამუშავებს

ვლადიმერ პუტინის პირადი მზარეულის სახელით ცნობილი, ევგენი პრიგოჟინის კომპანიებმა სირიაში ნავთობისა და გაზის მოპოვების კონტრაქტი მიიღეს. სწორედ, პრიგოჟინი დგას კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის უკან. ვაგნერის მებრძოლები სხვადასხვა დროს, მონაწილეობდნენ სირიაში, ცენტრალურ აფრიკაში, ლიბიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 

2019 წლის დეკემბერში სირიის პარლამენტმა დაამტკიცა, შეთანხმებები, რომელიც ორ რუსულ კომპანიას აძლევს ექსკლუზიურ უფლებას დაამუშავოს ნავთობისა და გაზის საბადოები სამხრეთ სირიაში. ჯამურად საუბარია 12 ათას კვადრატული კილომეტრის ფართობზე, რომელსაც პრიგოჟინის ორი კომპანია "ველადა" და "მერკური" დაამუშავებს. 

სირიის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, ჯამურად საუბარია 250 მილიარდ კუბამეტრ გაზზე. აქედან ერთ კომპანიაში ველადაში, ჯამურად 2 ადამიანი მუშუობს და კომპანიის ხელთ არსებული ოფიციალური კაპიტალი კი 10 ათას რუბლს არ აღემატება. მეორე კომპანია მერკური კი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დიდ შეკვეთებს ასრულებდა. მათ შორის, არის რუსეთის არმიის საკვებით მომარაგება, ხელშეკრულების ღირებულებამ 118 მილიონი რუბლი შეადგინა. 

ცნობილია, რომ ვაგნერის მებრძოლები სირიაში თავისი საქმიანობის საფასურს სწორედ, საბადოებიდან მიღებული ნავთობისა და გაზის სახით იღებდნენ. ყოველწლიურად რუსი დაქირავებული მებრძოლების გასამრჯელოდ დაახლოებით 20 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიცემოდა. 

ვაგნერის მებრძოლების ჩართულობაც ბრძოლებში სწორედ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობისა და გაზის საბადოებს უკავშირდებოდა. ცნობილია, რომ 2015-2018 წლებში სირიაში ვაგნერის 40-ზე მეტი მებრძოლი მოკვდა. 

უცნობია, ვაგნერის დაღუპული მებრძოლების ზუსტი რიცხვი 2018 წელს ამერიკული ავია დარტყმების შედეგად. აშშ-ის მიერ დეირ ერ ზორში განხორციელებულ ავი დარტყმებს სხვადასხვა ინფორმაციით ვაგნერის 60-იდან 200 მდე მებრძოლი დაიღუპა.

წინა თვეებში გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელშიც სავარაუდოდ ვაგნერის მებრძოლები სირიელ აჯანყებულებს ფიზიკურად აწამებენ.

 

კომენტარები