ფარული ჩანაწერები

კობახიძე ჩანაწერებზე: უკრაინამ უნდა ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან

ჩანაწერებიდან ყურადღებას გავამახვილებდი პირველად გავრცელებულ ჩანაწერებზე, რამდენადაც უტყუარია, იქიდან გამომდინარე, რომ თავად მონაწილემ, ბატონმა გვარამიამ დაადასტურა ჩანაწერების ავთენტურობა და თქვა, რომ ასეთი გეგმები მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა. შესაბამისად, მე არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო თვითონ შინაარსის სინამდვილეში, მაგრამ როგორ გავრცელდა, როგორ აიტვირთა, ვინ ატვირთა, ბუნებრივია, ეს არის გამოძიების საგანი. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული მხარისგან თანამშრომლობა და მე ვფიქრობ, თავად უკრაინაც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მის ქვეყანაში, მის ტერიტორიაზე, მისი სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ასეთ გეგმებს ამზადებს და ასეთი განზრახვები აქვს, ვფიქრობ, ეს სახიფათოა არა მხოლოდ იმ ქვეყნისთვის, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს გეგმები, არამედ თავად უკრაინის სახელმწიფოსთვის, ვინაიდან მას ჰყავს ასეთი ბოროტმოქმედი პიროვნება საჯარო სამსახურში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინამ ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

კომენტარები