ავიაკატასტროფა

რუსული სატვირთო თვითმფრინავი სამხრეთ სუდანში აფრენიდან 800 მეტრში ჩამოვარდა

Radio Miraya

რუსული სატვირთო თვითმფრინავი Antonov-12 სამხრეთ სუდანში აფრენიდან 800 მეტრში ჩამოვარდა. პოლიციის განცხადებით, შედეგად, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ასევე ცნობილია, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრი და ერთი ბავშვი გადარჩნენ.

თვითმხილველებმა თვითმფრინავის ნაწილები მდინარე თეთრ ნილოსში, დედაქალაქ ჯუბას აეროპორტთან ახლოს ნახეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები