სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის საქმის განხილვა ხვალ, 11:30-ზე გაგრძელდება. პროცესი საპაექრო სიტყვით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.
დღევანდელ სხდომაზე საპაექრო სიტყვა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა წარმოთქვა. მან მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მიმართა. მურადაშვილის თქმით, მოსამართლე თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვის და თუკი პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს, ამის შესახებ მომავალში სტუდენტებთან საუბარი გაუძნელდება.
„თქვენზეა დამოკიდებული, როგორ შეხვალთ ისტორიაში. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ რუსთავი 2, მაგრამ ეს ჟურნალისტები ისტორიას წერენ“, - მიმართა მურადაშვილმა მოსამართლეს.





