ახლო აღმოსავლეთი

სირიის ქალაქ დუმაზე სარაკეტო შეტევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

Reuters

სირიის სამთავრობო ჯარებმა დამასკოსთან ახლოს მდებარე ქალაქი დუმა დაბომბეს. დაღუპულთა რაოდენობა 40-ს აღწევს. ასევე, დაშავებულია დაახლოებით 100 ადამიანი. ამის შესახებ კონფლიქტის მონიტორინგის სამსახურმა და ადგილობრივმა სამაშველო ჯგუფმა განაცხადეს.

სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის თქმით, სამთავრობო ჯარებმა დუმას საბაზრო მარკეტის ტერიტორიაზე 12 რაკეტა ჩამოაგდეს. ოპოზიციის აქტივისტების თქმით, საარტილერიო ცეცხლი 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

დუმა დამასკოს აღმოსავლეთით აჯანყებულთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ქალაქია. სამთავრობო ჯარებმა მას ალყა ორი წლის წინ შემოარტყეს.

კომენტარები