რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატები დღევანდელი სხდომის გადადებას მოითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატები დღევანდელი სხდომის გადადებას მოითხოვენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა უთხრა. მისი თქმით, გუშინდელ პროცესზე ექსპერტის დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო და სხდომის ოქმის გამოთხოვა ვერ მოასწრეს.

"წერილი დღეს ჩავაბარეთ კანცელარიაში და მოვითხოვთ ვადას, რათა სტენოგრამა გადმოგვცენ", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, ადვოკატების თქმით, ისინი არ ელოდებიან მოსამართლის სათათბიროდ გასვლას და გადაწყვეტილების დღესვე გამოტანას. ადვოკატ კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, მხარე ასევე არ არის ჩამოყალიბებული, მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოითხოვენ თუ არა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

კომენტარები