რუსთავი 2-ის საქმე

ურთმელიძე R2-ზე: სისწრაფე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს

თამაზ ურთმელიძე
რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განმარტა, რატომ მიმდინარეობს პროცესი სწრაფ ტემპში. მოსამართლის თქმით, სისწრაფე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს. რუსთავი ორის ცნობით, თამაზ ურთმელიძემ აღნიშნა, რომ საქმის დასრულება ერთ პროცესშიც შესაძლებელია. მისივე თქმით, მხარეები არ შეზღუდულან და საქმე არც მოუმზადებელი ყოფილა. 

სავარაუდოდ, რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღესვე გამოიტანს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მხარდამჭერებს 13:00-ზე, რუსთავი ორის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ "სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე და შესაძლებელია, მიიღონ ბრძანება. ამ ბრძანების ობიექტი კი იქნება რუსთავი 2, თავისუფალი სიტყვა და ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ღირსეული და თავისუფალი მომავალი". ნიკა გვარამიას განცხადებას შსს გამოეხმაურა და მას დეზინფორმაცია უწოდა.

კომენტარები