უბრალოდ მაინტერესებს, რამდენმა იცის საქართველოში ან ფარგლებს გარეთ, რამდენ დღეში შეიძლება საქართველოში ახალი ტელევიზიის გახსნა. პასუხი არის შემდეგი - 10 დღეში შეიძლება ტელევიზიის გახსნა. 10 დღეში სრულდება რეგისტრაცია და 3 დღეში ნებისმიერს, ხაზი მინდა გავუსვა - ნებისმიერ ადამიანს, თუ, რა თქმა უნდა, ის არ არის მხილებული ტერორიზმში და არ არის ჩვენი ქვეყნის მტერი, არ უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმე პრობლემას, შეუძლია, გახსნას ტელევიზია ყოველგვარი ბარიერების გარეშე. მას ეს შეუძლია გააკეთოს როგორც ციფრული მაუწყებლობის მეშვეობით, ასევე სატელუტის მეშვეობით ან საკაბელო ტელევიზიით. მას აქვს ყოველგვარი მოქნილობა და უამრავი არჩევანი. 3 წლის წინ, ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ არათუ 10 დღეში, 10 წელიწადში ვერ შეძლებდა ვერავინ ტელევიიის გახსნას. ჩვენი დამსახურება არის ის, რომ ჩვენს მიერ გატარებული სწორი დემოკრატიული რეფორმის შედეგად, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ტელევიზოა. ასე რომ ნუ შფოთავს ნურც რუსთავი 2, ნურც ნაციონალური მოძრაობა და ნურავინ საერთოდ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ რაიმე შეფერხებას, რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე ტელეარხს. მით უმეტეს, რომ მედიაგარემოს რაიმე ფორმით დავაზიანებთ. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, რომ მედიაგარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი. ჩვენ მართლაც ვართ ლიდერები მთელს რეგიონში. არა მარტო ჩვენს რეგიონში, ფართო რეგიონში, მე ვიტყოდი. ამას ადასტურებს ის ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციიბის კვლევები, დამკვირვებელთა შედეგები, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ ქვეყნად, სადაც მედიათავისუფლება არის უმაღლეს დონეზე.
tbl.ge/uka
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ე.წ "ბარტერით" შეძენილი პორშე - პროკურატურამ ნიკა გვარამის ბრალი დაუმძიმა
- R2-ის 60%-იან წილებთან ერთად არხის უძრავი ქონებაც დაყადაღებულია
- სალია: 60%-იანი წილის დაყადაღება რუსთავი 2-ის მაუწყებლობას ხელს არ შეუშლის
- სასამართლომ აქიმიძე-დვალის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და R2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა
- "ეს გამოძიება ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობაა" - გიორგი გაბუნიამ პროკურატურა დატოვა