რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: ვინ არიან ყარამანაშვილები, რომ არც ჩნდებიან ეს საცოდავები?

ქიბარ ხალვაში არ არის მარტო, საუბედუროდ. უამრავი ხალხია დაზარალებული წინა ხელისუფლებისაგან. კერძო საკუთრების უფლება ტოტალურად იყო დარღვეული საქართველოში. ვისაც უნდოდათ, რასაც უნდოდათ, ყველაფერს ართმევდნენ და მიწასთან იყო გასწორებული ყველაფერი. ამიტომ, კახი კალაძეს ეხლა ის წამოცდა, რომ თურმე ქიბარ ხალვაში იყო, ვთქვათ, მაგის მეპატრონე რეალური და დღეს ვინ არის მეპატრონე და რა კავშირი აქვს ამ ტელევიზიასთან ნიკა გვარამიას? წამოცდა და ამიტომ. ეს არის ზეწოლა? ბოდიში მოიხადეთ. ქიბარ ხალვაში იქნება თუ დვალი იქნება, მათ ჰქონდათ ამ ტელევიზიასთან კავშირი, მაგრამ რა კავშირშია გვარამია? ვინ არიან ყარამანაშვილები, რომ არც ჩნდებიან ეს საცოდავები, ვერც კი გამოდიან, რომ დაიცვან იმიტომ, რომ ფორმალურად ჰყავთ იქ შეყრილები. ეს იცის საზოგადოებამ და ეხლა კახი კალაძემ ეს რაღაცა არ დაიცვა, ვთქვათ, ის დელიკატურობა და სიტყვის ამოგლეჯვის საშუალება მოგეცემათ თქვენ, ნახეთ, კახი კალაძემ როგორ თქვა ეს ქიბარ ხალვაშზე? ისე თქვა, რომ დიდი ეჭვი აქვს, რომ ქიბარ ხალვაშის არის და დვალის, ან იმისაა და ან იმისაა, მაგრამ რომ არაა გვარამიას, ეს ყველამ იცის და გვარამია ცდილობს, დღეს ეს ტელევიზია დაიცვას.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები