რუსთავი 2-ის საქმე

ხუხაშვილი: არ მესმის, ურთმელიძე რატომ ჯიუტობს

ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ, პროცესი არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, რისკები არის მაღალი, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და ამიტომ აკურატულობა მართებს ყველას ამ საკითხთან დაკავშირებით. ურთმელიძის თემა, არ ვიცი, ურთმელიძეზე რა გითხრათ - ადამიანურად, მოქალაქეობრივად არ მესმის, რატომ ჯიუტობს ურთმელიძე და თვითაცილებას რატომ არ ახდენს, ეს მისთვისაც გამოსავალი იქნებოდა და შეიძლება, სიტუაციის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალებაც გამხდარიყო.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები