ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში.
tbl.ge/bvw
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ამავე თემაზე
- ე.წ "ბარტერით" შეძენილი პორშე - პროკურატურამ ნიკა გვარამის ბრალი დაუმძიმა
- R2-ის 60%-იან წილებთან ერთად არხის უძრავი ქონებაც დაყადაღებულია
- სალია: 60%-იანი წილის დაყადაღება რუსთავი 2-ის მაუწყებლობას ხელს არ შეუშლის
- სასამართლომ აქიმიძე-დვალის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და R2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა
- "ეს გამოძიება ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობაა" - გიორგი გაბუნიამ პროკურატურა დატოვა