რუსთავი 2-ის საქმე

მეჭიაური: ისეთი რა პირადი ცხოვრება უნდა ჰქონდეს გვარამიას, რომ აშინებდნენ?!

არ ვიცი, შეიძლება ნიკა გვარამია ნათელმხილველია და შეიძლება, რაღაც იცის. წინასწარ, მოსამართლის გარდა, ვინ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ხვალ. შეიძლება, ისიც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ისეთი რა პირადი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, რომ აშინებდნენ, ჩვენთან ორიენტაციის გამო არავის სჯიან.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა Primetimenews-ს განუცხადა.

კომენტარები