რუსთავი 2-ის საქმე

ლომჯარია გვარამიას განცხადებაზე: გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

მე ვფიქრობ, რომ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მოვუწოდებ ნიკა გვარამიას, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რადგან ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ასე ღიად გააკეთა განცხადება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საქმე აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. არ ვიცი, კადრები არსებობს თუ არა, მაგრამ თუ არსებობს, ეს იმას მიანიშნებს, რომ არ განადგურებულა კადრები, როგორც ჩვენ გვებნებოდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ განადგურდა კადრები და არ ხდება მსგავსი უკანონო მიყურადება/ჩაწერა საჯარო პირების, ან არ განადგურებულა ან ჩაწერა მოხდა ამის შემდეგ, რაც კიდევ უფრო მძიმეა, რადგან ეს ნიშნავს, რომ გრძელდება მსგავსი სახის პრაქტიკა. ეს არის ალბათ ყველანაირ წითელ ხაზს გადასვლა, რაც არის უპატიებელი შეცდომა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

კომენტარები