რუსთავი 2-ის საქმე

ომბუდსმენი რუსთავი 2-ზე: მონიტორინგს გავუწევთ დავის სასამართლო განხილვას

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის სასამართლო განხილვას თვალყურს ადევნებს. 

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაყადაღებულ იქნა ტელეკომპანიის ქონება და აღნიშნული შეაფასა, როგორც სახიფათო - გამოხატვის თავისუფლებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე დავის სასამართლო განხილვა წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული დაცვით. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება დღეს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ მთავარ სხდომას რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ოფისი მონიტორინგს გაუწევს აღნიშნული დავის სასამართლო განხილვას და მასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები