რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ზე ენმ-ის განცხადებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ განცხადებას, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 28 მომხრე - 32 წინააღმდეგი, ასე დამთავრდა კენჭისყრა.

"რომელ მედიათავისუფლებაზე ველაპარაკებით ამათ, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებისთვის არიან მზად და ამისკენ მიჰყავთ ქვეყანა. მხოლოდ ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული, რომ მათ საწადელს ვერ მიაღწიონ. ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში აქტივისტებს იჭერს რუსთავი 2-ის მხარდაჭერის გამო, გაზპრომის შემოსვლის გაპროტესტების გამო, ასეთი ხელისუფლება დამთავრებულია და ახლა მხოლოდ ჩვენი გამჭრიახობის ამბავია, რომ ესენი წავიდნენ ისე, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს. ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ", - თქვა ენმ-ის წევრმა გოკა გაბაშვილმა.

კომენტარები