აშშ-ავღანეთი

ობამა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადავადებას აპირებს

AFP


აშშ-ის 9800 ჯარისკაცი 2016 წლის ბოლომდე ავღანეთში დარჩება. მათი ქვეყნიდან გამოყვანა მხოლოდ 2017 წელს დაიწყება. თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ამას პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გამოაცხადებს.

აშშ-ის სამხედრო შემადგენლობა ავღანეთში 2016 წელს უნდა შემცირებულიყო. თუმცა, ავღანელების თქმით, ისინი არ არიან მზად, აშშ-ის დახმარების გარეშე, ებრძოლონ "თალიბანს"

ახალი გეგმის მიხედვით, 2017 წლისთვის ავღანეთში 5500 ჯარისკაცი დარჩება, რაც ადმინისტრაციის უკანდახევის გეგმის განრიგს ანელებს. აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი ომი ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდება.

კომენტარები