საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მღვდელი ვახტანგ თოხაძე: ერთ უდისციპლინო ბავშვს მეორემ მსუბუქად მიარტყა წკეპლა

ერთ-ერთმა რეგიონალურმა გაზეთმა დაბეჭდა ცილისწამებლული სტატია პირადად ჩემსა და იმ სკოლის წინააღმდეგ, სადაც ვასწავლი... მოკლედ, მოხდა ასეთი ამბავი - ერთ უდისციპლინო ბავშვს, ჩემი სიტყვით, მეორემ მსუბუქად მიარტყა წკეპლა. გადის რამდენიმე თვე და უცებ იბეჭდება სტატია, რომ ვიღაცას როზგავენ, არ გასულა რამდენიმე საათიც და მოვიდა რუსთავი 2... შემდეგ, ბათუმიდან ამოვარდნენ (მათი განცხადებით, წამებში ჰქონდათ დრო გათვლილი) მაესტრო და იმედი, ფარულად ჩაწერეს საუბარი, ამოჭრეს და დაამახინჯეს ასე ვთქვათ, ინტერვიუები, შემდეგ სასწრაფოდ ჩაერთო საქმეში განათლების სამინისტროს ყოფილი თუ მოქმედი ნაცწევრები, რომლითაც სავსეა განათლების სამინისტრო და ეს ხდება დღეს მოქმედი მთავრობის ე.წ ლიბერალური მიმდინარეობის თუ იდეოლოგიის მომხრე პარტიების მხარდაჭერით. და ახლა ველოდებით განათლების სამინისტროს კომისიას, რომელიც ელვისებურად დაინიშნა და იმედი მაქვს, მალე გვესტუმრებიან... აი, რაც მინდოდა მეთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმე, რა თქმა უნდა, უფრო რთულად არის, რადგან ცდილობენ (როგორც მეგობრები მეუბნებიან დახურულ ჯგუფებში რუსოფილად მაცხადებენ და ჩემთვის ნათელია ერთსქესიანთა კავშირის მომხრე პარტიები და მათი მხარდამჭერები როგორი გაცეცხლებულები არიან. ისე მათ საქებრად უნდა ითქვას, დიდი სოლიდარობით გამოირჩევიან, რაც სამწუხაროდ, ჩვენ, მართლმადიდებლებსა და უბრალოდ ქართველებს არ გვახასიათებს)... აი, რაც მინდოდა მეთქვა იმათთვის, ვინც ნაც ტელეიზიების რეპორტაჟებიდან ვერაფერი გაიგო... პ.ს ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გილოცავ, ისეთი ტელევიზიები გაგინებენ, რომელთაც საქართველოს მოსახლეობა ეზიზღებათო... მადლობა ნაც ტელევიზიებს ამ სიძულვილისთვის.

წერს მღვდელი ვახტანგ თოხაძე Facebook-ში. გურიანიუსის ინფორმაციით, ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგმა და სასულიერო პირმა ვახტანგ თოხაძემ, მოსწავლე თანატოლებს გააროზგინა.

კომენტარები