საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სანიკიძე ოზურგეთში მოსწავლის გაროზგვაზე: ეს 2 წლის ამბავია

ტაბულა

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ოზურგეთის სამრევლო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ორი წლის წინანდელი ამბავია და, "რამდენადაც იცის, რეაგირება მოხდა".

"ეს მოხდა ორი წლის წინ. მე დეტალური ინფორმაცია არ მახსოვს. შემიძლია, მოვიძიო, თუ ორი წლის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით დღესაც არსებობს ინტერესი, თუმცა, მაშინ საქმის წარმოება დაწყებული იყო და, რამდენადაც მე ვიცი, რეაგირება მოხდა", - თქვა სანიკიძემ.

Gurianews-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგმა და სასულიერო პირმა, მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ, მოსწავლე თანატოლებს გააროზგინა.

კომენტარები