რუსთავი 2-ის საქმე

გიგაური: თუ ურთმელიძეს სურს ამ პროცესისადმი იყოს ნდობა, აცილება უნდა მოხდეს

ის, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის ოჯახის წევრთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მასზე არაპირდაპირი ზეწოლა ნამდვილად განხორციელდება. თუკი თამაზ ურთმელიძეს აქვს სურვილი, რომ ამ პროცესის მიმართ იყოს მაღალი ნდობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აცილება უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს დამატებით დეტალებზე ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ამას ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის აცილებაზე.

კომენტარები