ტერაქტი ისრაელში

ისრაელში ორ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

bbc

ებრაელი მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ორმა პალესტინელმა ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა ისრაელში, იერუსალიმის სამხრეთ ნაწილში მოხდა. თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვრპლა, ხოლო ოცზე მეტი დაიჭრა. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, მეორე კი დააპატიმრეს.

ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თითქმის იმავე დროს, იარუსალიმის სხვა ნაწილში ავტობუსზე მომხდარმა თავდასხმამ.

მომხდარის შემდეგ გადაიკეტა ცენტრალური მაგისტრალები, პრემიერმინისტრმა კი კრება მოიწვია, სადაც პოლიციამ ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა წარადგინა.

ებრაული ახალი წლის შემდეგ, რომელიც ერთი თვის წინ იყო, ისრაელის შვიდი და პალესტინის 27 მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 11 ტერორისტად იყო ცნობილი.

კომენტარები