ტერაქტი ისრაელში

იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი უწყებების ცნობით, იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ისრაელის სამედიცინო სამსახურის ცნობით, 6 პირის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ინფორმაციით, ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი სამოქალაქო ავტობუსის მგზავრების მიმართულებით გახსნა.

სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ თავდამსხმელები, დასავლეთ სანაპიროში მცხოვრები პალესტინელები იყვნენ. ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილზე ჯარისკაცმა და შეიარაღებულმა ახალგაზრდა მოქალაქემ მოკლეს.

ტერაქტს ჰამასი განცხადებით გამოეხმაურა და მას "გმირული ოპერაცია" უწოდა.

ჰამასი არ იღებს პასუხისმგებლობას თავდასხმაზე, თუმცა დასავლეთ სანაპიროს პალესტინელებს მოუწოდებს, "გაამწვავონ კონფრონტაცია ოკუპანტთან და მის დასახლებულებთან".

კომენტარები