ახლო აღმოსავლეთი

AFP: ირანი საკუთარ ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას უარყოფს

yahoo.com

FRANCE PRESS-ის ინფორმაციით, ირანი უარყოფს, რომ კასპის ფლოტილიის მიერ ტერორისტების პოზიციების მიმართულებით გასროლილი 26 რაკეტიდან 4 მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
"ჩვენ არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აფკჰამ მარზიეჰმა.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს რუსეთიც.

"ნებისმიერმა პროფესიონალმა იცის, რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარებისას ყოველთვის ვაფიქსირებთ სამიზნის გამოსახულებას როგორც დარტყმამდე, ისე დარტყმის შემდეგ. ყველა რაკეტა დანიშნულების ადგილას ჩამოვარდა", - თქვა რუსეთს თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა.

კომენტარები