რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: რუსთავი 2-ის შიდა დავის განხილვა არ არის ჩემი საქმე

რუსთავი 2-თან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს, ამ დავის განხილვა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი საქმე. მე ერთადერთს ვისურვებდი, რომ მოსამართლემ მშვიდ გარემოში - და ამის საშუალება მოსამართლეებს ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ - რაც შეიძლება მალე დაასრულოს ამ საქმის განხილვა, რომ ემოციური ფონი, რაც ამჟამად არის, რაც შეიძლება მალე დაცხრეს და ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მიხარია, რომ რუსთავი 2-ს დღეს არ აქვს შეფერხებები.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები