ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

კილაძე: ვიდეომასალაში საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით მიქიაშვილიც ჩანს

გარდა იმისა, რომ ვიდეოში პირების იდენტიფიკაცია ნელ-ნელა ხდება, ჩვენ გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც მათ პირადად იცნობენ. მე შემიძლია გვარებიც დაგისახელოთ, საპატრულო პოლიციის მოქმედ უფროსზე, დავით მიქიაშვილზე ვიცით, რომ ის ითხოვს ეკიპაჟების გაყვანას ადგილზე, სადაც მიდის ჩხუბი და პირდაპირი მოვალეობაა მათი, რომ აღკვეთონ ეს და მე მგონია, რომ მისი პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ვნახეთ კადრებში ლევან იზორიას ძმა, რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს ე.წ. ნარუშილოვკა. ასევე ამოვიცანით კიდევ ერთი ადამიანი, ეს პირი გახლავთ ილია შენგელია, ისანი-სამგორის კუდის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად მუშაობს მთაწმინდის რაიონის სუს-ში. ეს გახლავთ პირი, რომელიც იგინება და რომელიც ითხოვს პატრულისგან ნაცემი მოქალაქეების დაკავებას. ჩვენ ვცდილობთ, მოვძებნოთ ნაცემი მოქალაქეები, თუმცა ისინი ჯერჯერობით უარს ამბობენ მედიასთან კონტაქტზე, მაგრამ ეს არ არის რთულად გამოსაძიებელი საქმე, იმიტომ, რომ ის ადამიანები კადრებში ჩანან. ისინი, ვისაც ეს კადრები ჰქონდათ, მიიყვანეს პოლიციაში, წაუშალეს კადრები და დააწერინეს, რომ მათ არ აქვთ პრეტენზიები.  

ჟურნალისტი ელისო კილაძე ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე რუსთავი 2-ში გადაცემა არჩევანში

კომენტარები