ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

კილაძე: ჭიკაიძემ ე.წ. ნარუშილოვკა ქეიფის დროს რიგით მოქალაქეს აჩუქა

მივიღე დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბატონმა ჭიკაიძემ, რომელიც იყო ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი, და ამჟამად კრიზისების საბჭოში უფროსის მოადგილე თუ მდივანია, ერთ-ერთ სუფრაზე მოქალაქეს, აბრამიშვილს გადასცა ე.წ. ნარუშილოვკა საჩუქრად. რაკი ეს ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე, ესეიგი არსებობს ძალიან ბევრი მოწმე. მე ვიცი, სად ცხოვრობს ეს მოქალაქე, სად იყო ეს სუფრა. ეს არის რიგითი მოქალაქე, რომელიც დაქრის ახლა ჭიათურასა და საჩხერეში, ღვედი არ უკეთია, პატრულს არ ემორჩილება და ძალიან აქტიურად სარგებლობს ამ ე.წ. ნარუშილოვკით. ეს ფაქტები იქნება ძალიან ბევრი და ჩვენ შევეცდებით, რომ მსგავსი ფაქტებით დავეხმაროთ გამოძიებას. ძალიან მარტივია ამის გარკვევა, უნდა დაკითხონ ჭიკაიძე, უნდა დაკითხონ ის მოქალაქე, პატრულის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღე უყურებენ ამ თავხედობას და შემდეგ უნდა დადონ დასკვნა, თუ ვინ არის დამნაშავე ამ საქმეში.

ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავი 2-ში, გადაცემა არჩევანში შსს-ს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

კომენტარები