რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრეზიდენტი: რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა

რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რუსული შიდაპოლიტიკური დისკურსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ. არცერთი ეს ომი მართლა არაფრის მომტანი არ არის რუსეთისთვის, საქართველოს 20%-ის ოკუპირება რუსეთთან მიმართებით არცერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე.

კომენტარები