გიგი უგულავას თავისუფლების არასრულ 24 საათს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და უკრაინის შსს მოადგილე ეკა ზღულაძე გამოეხმაურა:
"ვამაყობ ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსით, რომელიც დგას მყარად, ძლიერია მარტოც და სხვის გვერდითაც. ეს მაიმედებს, რომ შემდეგი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩაანაცვლებს დღევანდელს, არ იქნება "პატარა" და "უმწეო" და დასრულდება ცუდი კავკასიური ვენდეტისა და ცუდი საბჭოთა პოპულიზმის სახელმწიფო მოღვაწეობად გასაღების ძალიან ცუდი ქართული ტრადიცია"
თეორემას პირველ ნაწილში, რომელსაც ორ ბლოკად გავყოფთ რეკლამის ახალი რეგულაციების გამო, შევეცდებით გიგი უგულავას თავისუფლების 24 საათი შევაფასოთ, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად - სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს უგულავას 24 საათიანი ბლიცკრიგი საქართველოს და პირადად გიგი უგულავას პოლიტიკური მომავლისთვის.




