ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში რაც უფრო მალე დასრულდება და ქვეყანა კონცენტრირდება მომავალზე, ეს იქნება ქვეყნისთვის უკეთესი. პრაგმატულად - თვითონ ივანიშვილისთვისაც უკეთესი, რადგან ეს თამაში, რაც მან წამოიწყო, არის ორლესული მახვილი, რისი თვისებაც არის, რომ კი, შეიძლება მოწინააღმდეგე დააზარალოს, მაგრამ ყოველთვის, ადრე თუ გვიან, შენც დაგაზარალებს. ყველაზე ცუდი რაც არის, ეს ყველაფერი ქვეყანას აზარალებს, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კლიმატი, დაძაბულობა, ღვარძლი, შურისძიების გაღვივება, პოლიტიკური დევნა, რაც მთავრობისგან მოდის, არის პირდაპირ კორელაციაში იმისა, რაც ხდება, რადგან ეს პატარა ქვეყანაა, პოლიტიკის ფაქტორი დიდია - როდესაც პოლიტიკა ამყრალებულია, ეს გადაედება ეკონომიკას, როდესაც უკვე ეკონომიკაში პრობლემებია, ეს თითოეულ ადამიანზე აისახება. შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერი ან ციხეში იყოს, ან გაქცეული და იმ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია იყოს.





