გიგი უგულავას საქმე

პროკურორი: სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობის პრინციპი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო კანონით დადგენილი წესით, მაგრამ დღევანდელ პროცესზე ჩვენ ვერ დავინახეთ ამ წესის შესრულება. სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობის პრინციპი, და ჩვენ მხოლოდ ორი საათი მოგვცა იმ გადაწყვეტილების გასაცნობად, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე ოთხი თვე ამზადებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ოფიციალურ ვებგვერდზე დაახლოებით ხუთ საათზე გამოქვეყნდა მაშინ როცა, რამდენიმე საათით ადრე ისე ჩქარობდა სასამართლო, რომ უკვე ჩანიშნული ჰქონდა პროცესი. 

პროკურორი ჯარჯი წიკლაური თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.

კომენტარები