გიგი უგულავას საქმე

პროკურორი: არ იფიქრონ, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ვეწინააღმდეგებით

უნდა ყოფილიყო ამ საქმეზე განჩინება, რის გამოც გადმოწია ამ საქმეზე სხდომის თარიღმა და ჩაინიშნა დღეს. თუმცა, კანონის დარღვევით - ასეთი განჩინება არ არსებობს. ასეთ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში შეგვატყობინა სასამართლომ, რომ მიმდინარეობდა უკვე სხდომა. ფაქტობრივად, ვმუშაობთ არანორმალურ ვითარებაში. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ან რაიმე ფორმით წინააღმდეგობას ვუწევთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. უნდა აღსრულდეს კანონით დადგენილი წესით. ეს პროცედურაც სასამართლოში უნდა წარიმართოს საპროცესო კანონით გაწერილი წესით.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ამ მომენტში საქალაქო სასამართლოში შესვენებაა გამოცხადებული და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს პროკურორები განიხილავენ.

კომენტარები