გიგი უგულავას საქმე

სასამართლომ პროკურორების მორიგი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორების მორიგი შუამდგომლობა. ისინი ითხოვდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი სააპელაციო სასამართლოს განეხილა.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე ჩანიშნული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები