გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: გვაქვს კანონზე დამყარებული მოთხოვნა, რომ უგულავა უნდა გათავისუფლდეს

ჩვენ გვაქვს კანონზე დამყარებული მოთხოვნა, რომ გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდეს. ეს არის იმ დაპირისპირების ნაწილი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გიგი უგულავას გათავისუფლება პრინციპული საკითხია, მაგრამ ეს პრინციპული საკითხი არის უფრო დიდი გამოწვევის ნაწილი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია, რომელიც ჩვენ ყველას გვიქმნის საფრთხეს. არ არის რომელიმე პარტიაზე ან ლიდერზე ლაპარაკი, ჩვენ გვაზიანებს მთელ ქვეყანას იმით, რომ ამ თემაზე გვაქვს დაპირისპირება; იმით, რომ ეს უგულებელყოფს და ასუსტებს ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში სასამართლოს. პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ თემაზე გვითრევს, რითაც საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც დარტყმას აყენებს ჩვენს სახელმწიფოს. ესაა მთავარი ბრძოლა და ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით. ისევე, როგორც დღეს გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რომ გიგი უგულავა იყოს გათავისუფლებული.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია.

კომენტარები