გიგი უგულავას საქმე

პრეზიდენტი: სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ". გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნელყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები