გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ტელევიზორი შემაძენინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ პატიმრობაში დამტოვებენ

ერთი კვირის წინ, ყველასგან გასაკვირად, მე შემაძენინეს ტელევიზორი. რაც, რა თქმა უნდა, ინდიკატორი იყო იმისა, რომ არავინ არ აპირებდა ჩემი საპატიმროდან გამოშვებას. ანუ თავისუფლება VS ტელევიზორი იყო. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო პირადად ბიძინა ივანიშვილმა შოთაძესთან საუბრის შემდეგ. მე ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო, ვიცოდი და ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ შეუძლებელი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს ეთქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ვიღაცების გადაწყვეტილებით ადამიანი შეიძლება იყოს 9 თვეზე მეტი წინასწარ პატიმრობაში. შეუძლებელია, იმიტომ, რომ ამას რუსეთის სასამართლოებიც არ აკეთებენ, ბელორუსის სასამართლოც არ აკეთებს, ამას შეიძლება აკეთებდეს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის სასამართლო. 9-თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ ავტომატურად ტოვებს თუ არა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი საპატიმრო დაწესებულებას? სჭირდება თუ არა მას რაიმე დამატებითი დოკუმენტი იმისთვის, რომ მან დატოვოს საპატიმრო დაწესებულება - იქნება ეს სასამართლოს დოკუმენტი თუ სხვა? თქვენ ძალიან კარგად იცით, ბატონო მოსამართლე, რომ არანაირი მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს და ბუნებაში ვერ იარსებებს. ასე ხომ არის? მაშინ გეკითხებით თქვენ, ჩემს შემთხვევაში 15 თვე ხომ მოიცავს ამ 9 თვეს. ქალბატონი ბესელია და ზოგიერთი იურისტი გვესაუბრება შენობაზე, სახურავზე, ფანჯრებზე, ორნამენტებზე მაშინ, როცა ამ შენობის საფუძველი გამოცლილია. ამ შემთხვევაში, ძალადაკარგულად არის გამოცხადებული ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს ძვირფასმა მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა მიიღო ჩემი პატიმრობის გადაწყვეტილება.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რიყის, ტელეიმედისა და თბილსერვის ჯგუფის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები