გიგი უგულავას საქმე

მიროტაძე: ვერ ჩავერევით იმ პროცედურებში, რომელიც უნდა გაიაროს უგულავას საქმემ

ხელისუფლება ვერ ჩაერევა იმ პროცედურებში, რომელიც უნდა გაიაროს გიგი უგულავას საქმემ. იმის მიუხედავად, რომ გიორგი პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, და ჩვენ მოგვწონს ეს, არ მოგვწონს, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს უნდა აღსრულდეს და ვფიქრობ, რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, ვერც კახი კახიშვილი და ვერც ციხის დირექტორი ვერ გამოუშვებს გიგი უგულავას, ვიდრე არ იქნება კანონით განსაზღვრული პროცედურები გავლილი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს საერთო სასამართლომ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

კომენტარები