გიგი უგულავას საქმე

ადვოკატი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ ჩაიბარა გადაწყვეტილება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ ჩაიბარა [გადაწყვეტილება], არ ჩაიბარა მისმა ადმინისტრაციამ, როგორც ვიცით, მინისტრი საერთოდ ზარებსაც კი არ პასუხობს. დარღვევა არის, ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან, ამ დრომდე, გიორგი უგულავა არ არის თავისუფალი და ვერანაირი ინტერპრეტაცია ქართული კანონმდებლობის, ვერ მიცემს ვერც პროკურატურას, ვერც სასამართლოს, ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს იმის შესაძლებლობას, რომ ამტკიცონ, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო გიორგი უგულავას გასათავისუფლებლად. ამ ქვეყანაში კონსტიტუციურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ უკანასკნელმა კი ცალსახად თქვა, რომ ნორმატიული შინაარსი კანონისა, რომლის საფუძველზეც უგულავა არის პატიმარი, არის ძალადაკარგული. ანუ კანონი აღარ არსებობს, რომლის საფუძველზეც უგულავა ზის. ამის შემდეგ, ერთადერთი მოქმედება, რომელიც უნდა განახორციელოს სახელმწიფომ არის, რომ უგულავას გაუღონ კარები და ის იყოს თავისუფალი

კომენტარები