ე.წ მატროსოვის ციხესთან, სადაც გიგი უგულავა ამ დრომდე არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები ყოფილი მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ციხესთან შეკრებილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ უგულავას მიერ პატიმრობაში გატარებული ყოველი წამი არაკონსტიტუციურია და მისი გათავისუფლების დაყოვნება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.





