გიგი უგულავას საქმე

ვოლსკი: 40 გვერდი ისე ვთქვი - შემეძლო, 60 მეთქვა ან 50 ან 30

იგივე ძალით შემეძლო, მეთქვა 70 ან 30 - ვიცი, რომ საკმაოდ სქელტანიანი დადგენილებები კეთდება ასეთ პერიოდში. რა არის ამაში? ნაციონალურ მოძრაობას ეტყობა, ძალიან აერია. რა ინფორმაციაზეა ლაპარაკი - დეპუტატს ელემენტარული ჭკუა უნდა ჰქონდეს, იცოდეს, რომ ეს დადგენილება არის სქელტანიანი - 40-ია თუ 70, მაგას გავიგებთ. 40 ისე ვთქვი, შემეძლო, 60 მეთქვა ან 50 ან 30. დამთავრდა ეს ლაპარაკი!

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ თქვა, რომ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ჰქონდა უფლება, 40-გვერდიანი გადაწყვეტილება წაეკითხა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს - საიდან იცოდა ვოლსკიმ გადაწყვეტილების დოკუმენტის გვერდების რაოდენობის შესახებ.

კომენტარები