გიგი უგულავას საქმე

ტურავა: ვალდებული კი არ ვარ, ბრმა გადაწყვეტილებას მოვაწერო ხელი

ვალდებული კი არ ვარ, ბრმა გადაწყვეტილებას მოვაწერო ხელი და ჩემთვის უცნობ ტექსტებს მოვაწერო ხელი. მე ვალდებული ვარ, ხელი მოვაწერო მას შემდეგ, რაც გონივრულ ვადაში წავიკითხავ გადაწყვეტილების ტექსტს და შესაბამისად, მეცოდინება მისი შინაარსი. არ შეიძლება 12 საათზე მიგზავნიდე გადაწყვეტილებას, რომ პირველ საათზე ხელი მოვაწერო და ხუთზე გამოაცხადო. დიახ, ჩემი კოლეგების მიმართ მაქვს პრეტენზია. თუ უნდოდათ, გადაწყვეტილება ადრე გამოცხადებულიყო, მაშინ კეთილი ენებათ და ადრე დაედოთ გადაწყვეტილება ხელმოსაწერად. მაგრამ ადრე გადაწყვეტილება ვერ დაწერეს, აქამდე მოვიდა და ერთ დღეს უნდოდათ მთელი პროცედურა ჩაეტარებინათ და მე მომეწერა გადაწყვეტილებისთვის ბრმად ხელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ტაბულას კითხვაზე - "თქვენ კანონის თანახმად, უფლება არ გაქვთ, არ მოაწეროთ ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია გეკავათ კენჭისყრის პროცესში".

კომენტარები