გიგი უგულავას საქმე

ტურავა: მჭირდება გონივრული ვადა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებას გავეცნო

მე მოვითხოვე და დღესაც ვითხოვ იმავეს, რომ მჭირდება სულ რამდენიმე დღე, გონივრული ვადა იმისთვის, რომ 50-გვერდიან გადაწყვეტილებას გავეცნო და მისი საწინააღმდეგო აზრის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თვალსაზრისი დავაფიქსირო. ამას სჭირდება 2-3 დღე, მაქსიმუმ ერთ კვირამდე... ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კონტინენტის, აფრიკის, აზიოს, ევროპის, ამერიკის მოსამართლეს იმას კი არ ეუბნებიან, რომ როგორც კი მომხსენებელი მოსამართლე წარმოგიდგენს გადაწყვეტილების საბოლოო ტექსტს, შენ თვალდახუჭული, ბრმად უნდა ენდო და ხელი უნდა მოაწეროო. ყველა სახელმწიფოში, ყველა კონტინენტზე არის გონივრული ვადა, ამ გონივრული ვადის განმავლობაში უნდა წაიკითხო, გაიაზრო და მოაწერო ხელი და არა ისე, რომ კოლეგას ენდობი და მოაწერო ხელი ბრმად.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა ტაბულასთან საუბარში, გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები