რუსეთის დელეგაცია თბილისში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა ისაუბრა. ინფორმაციას RIA Novosti ავრცელებს. ასამბლეა 2016 წელს გაიმართება. მანამდე რუსეთი ვენაში გამართულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
ნარიშკინი რუსეთის დელეგაციას მონღოლეთში გამართულ ასამბლეაზე ხელმძღვანელობდა. ხოლო წინა ასამბლეას, რომელიც ფინეთში გაიმართა, რუსეთი არ დაესწრო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესია თბილისში 2016 წლის ზაფხულში გაიმართება.





