ბირთვული იარაღი

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა ობიექტმა ფუნქციონირება განაახლა

Science Photo Library

ჩრდილოეთ კორეის ძირითადმა ბირთვულმა ობიექტმა, იონბიონის კომპლექსმა ფუნქციონირება განაახლა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანა თავის ბირთვულ იარაღს როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად ავითარებს.

იონბიონის რეაქტორმა მუშაობა 2007 წელს შეაჩერა, მაშინ ფხენიანი აცხადებდა, რომ ის მუშაობას 2013 წელს განაახლებდა.

ექსპერტების შეფასებით, სადგური წლის განმავლობაში ერთი ატომური ბომბისთვის საკმარის პლუტონიუმს გამოიმუშავებს.

სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა მზადაა, აშშ-ის ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხოს.

კომენტარები