ნარკოდანაშაული

6 კგ კანაფის დათესვა-მოყვანისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გამლეტ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით მარნეულში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 36,244 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ეზოდან 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამლეტ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები