რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან

ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ვექტორი, ჩვენი მიზანია ევროკავშირთან მეტი დაახლოება. ასევე ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ გვიშლის ხელს გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან, ასევე გვქონდეს პრაგმატული და ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. თუ შევხედავთ ახალი მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ნახავთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ქალაქ დალიანში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე. (რუსთავი 2-ის თარგმანი).

კომენტარები