რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის ცენტრალურ სამხედრო ოლქში სამხედრო ნაწილების მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ოლქის სამხედრო ძალები, ასევე სხვა ოლქში შემავალი სატრანსპორტო ავიაცია და საჰაერო სადესანტო ძალები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, პუტინის ბრძანება ასევე რეგიონების ადმინისტრაციებისა და უწყებების საომარი მდგომარეობის პირობებში საქმიანობისთვის მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებს.





